"ნუ მეთამაშებიან რა! აქციები გაგრძელდება" - ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტზე
პოლიტიკა - 17:21, 09 Jun, 2018     8994

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება:

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ მისი დავალებით პროკურორები, იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე, რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან რა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, შეკერეს.

„ნუ მეთამაშებიან, ძალიან ვთხოვ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ 9 საათიანი დაკითხვა მირზა სუბელიანის იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დააკავეს მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა, საქმის გამყალბებელი, პირველი და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პიროვნებები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს,“ - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42