საქართველოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:49, 08 Jun, 2018     1865
საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს, განმარტებას აკეთებს.

"ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს. საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ, და ის მაქსიმალური თანხა, რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი, 2,000 ლარია.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით და მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ. სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებს, მათ შორის 2018 წლის 7 მაისს ძალაში შესულ "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებას", რომლითაც კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია, ვინაიდან, გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვალება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება.

და ბოლოს, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორცილებს, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღებას" - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42