ბათუმში საბაგირო გზა გაიხსნა
საზოგადოება - 15:30, 16 Aug, 2013     611

საზეიმო გახსნის ცერემონიალს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის მინისტრთა კაბინეტის, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს, შსს აჭარის რეგიონალური სამმართველოს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკონსულოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


საბაგირო გზას ბათუმიდან მგზავრი გასართობ ცენტრ "არგომდე" მიჰყავს, რომლის მშენებლობაც 2010 წლის 13 ივნისს დაიწყო, ხოლო საბაგირო ზოლის - 2012 წლის 10 აპრილს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია "დობერმაიერი" ასრულებდა, რომელიც მთლიანად კურირებდა საბაგირო დანადგარების შესყიდვასა და დამონტაჟებას. ბათუმის საბაგირო გზა კომპანია "ჰესტოკ-ბათუმის" საკუთრებაა, რომელმაც ამ პროექტით 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.


2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაზე ამ დროისათვის 8 გონდოლა მოძრაობს, თუმცა გათვლილია 22 გონდოლაზე. ის ზღვის დონიდან 260 მეტრის სიმაღლიდან დაეშვება და საათში 500 ადამიანს მოემსახურება. ფერიის მთიდან დაშვება მსურველთათვის უფასოა, ხოლო ბათუმიდან მგზავრობის ფასი 3 ლარს შეადგენს.

"კომპანიას ჰქონდა ვალდებულება 29 ივლისამდე დაესრულებინა ეს პროექტი, რაც შესრულდა კიდეც და 29 ივლისისათვის ის უკვე მზად იყო ექსპლუატაციაში შესასვლელად. შეგვეძლო რამდენჯერმე გაგვეხსნა ზოგ-ზოგიერთებივით, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ მანამ, სანამ უსაფრთხოების ყველა ზომა არ იქნა გათვალისწინებული. ამჟამად საბაგირო ამუშავდა. მომავალი სეზონისთვის გვსურს ობიექტი მზად იყოს სავაჭრო ობიექტებითა და გასართობი ცენტრით." - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42