"ეს მართლა თაღლითი, ივანიშვილმა ჩაუყენა ამ ყველაფერს სათავეში, ერთად რეცხავენ ფულს" - სააკაშვილი შალელაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
პოლიტიკა - 15:19, 08 Jun, 2018     3482
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის შოთა შალელაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

საუბარია შალელიშვილის განცხადებაზე, რომელიც სააკაშვილს რასისტული და ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

„რაც შეეხება სრულიად ბრიყვულ ბრალდებას ანტისემიტიზმში სასაცილოც აღარ არის. მინდა ვთქვა, რომ ჩემი რძალი არის ებრაელი და ძალიან მიყვარს, მყავს უამრავი ებრაელი მეგობარი, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ და ებრაელობა აქ არაფერ შუაში არის. ეს კაცი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული, ის იყო რუსეთში, ქართულად ორ სიტყვას ძლივს აბამს, წერა-კითხვა საერთოდ არ იცის რამდენადაც მესმის.

სრულიად დაუმსახურებლად ჩაახუტა ივანიშვილმა ქართული პასპორტი და კაცმა არ იცის რა დამსახურებისთვის აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში

ყველაფერი არის მარტივი, საქართველოს დაეპატრონა ათასგვარი რჯულის ავანტიურისტები და აფერისტები ისინი ძარცვავენ საქართველოს. ეს კაცი შალელაშვილი თითქმის უფასოდ იღებს დენს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე იმის გამო რომ ჩვენი მოქალაქეები ბევრად მეტს იხდიან დენში.

აწარმოებს ბიტკოინებს და ასევე ამაში გამოყენებულია ის ფული,რომელიც მისმა შვილმა მოიპარა ამერიკიდან და აქ არის საუბარი მილიარდობით დოლარზე ეს სასამართლოს წესით არის დადასტურებული.

საქართველო გადაიქცა დიდ ფულის სარეცხავ საამქროდ, ივანიშვილმა ჩამოიყვანა ეს მართლა თაღლითი და ჩაუყენა ამ ყველაფერს სათავეში და ერთად რეცხავენ ფულს.

ეს ხდება ქართველი ხალხის ხარჯზე მე არ ვაძარცვინებ ათასგვარ საქართველოში შემოსულ ძალიან არასუფთა ელემენტებს ქართველ ერს და მე დავიცავ ქართველებს ასეთი უწმინდურებისგან და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

ეს ბოროტება, რომ უპატრონო ტაძარს მართლა ეშმაკები დაეპატრონენ და საქართველოს დაეპატრონენ ავანტიურისტები და კაცმა არ იცის საიდან ჩამოყვანილი ადამიანები და ელემენტები ეს სიტუაცია დასრულდება, დასრულდება ძალიან მალე ივანიშვილის მმართველობასთან ერთად.

მათ მოუხდებათ მთელი ამ ფულის დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, ეს ფული როგორც დანაშაულებრივი ფული უნდა იყოს ჩამორთმეული. როგორც ამერიკელებმა ჩამოართვეს მის შვილს ეს ფული, ჩვენ რითი ვართ ამერიკელებზე ნაკლები? ჩვენც ჩამოვართმევთ ამ ფულს. ეს ფული დაუბრუნდება ქართველ ხალხს, რომელსაც კანონიერად ეკუთვნით იმ გადასახადების ხარჯზე, რომელსაც აძლევენ დენის სახით, იმ გაუცემელი ხელფასების პენსიების და იმ შემოსავლების დაკლებით, რითაც დღეს რეალურად ზარალდება ქართველი ხალხი“-აცხადებს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42