პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. ზაზა სარალიძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი კომისიის წევრებს სრულ ნდობას უცხადებს ეკა ბესელიას გარდა:
„მე აბსოლუტურად ვითანამშრომლებ ამ კომისიასთან დღის და ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ ქალბატონ ბესელიას ვუცხადებ აბსოლუტურ უნდობლობას. კომისიის დანარჩენი წევრების მიმართ ნდობით ვარ აღჭურვილი, ეს ხალხი მიაღწევს იმ მიზანს, ვინ მფარველობდა ამ გამოძიებას, აბსოლუტურად ყველას გამოააშკარავებს, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, სადაც თვითონაც ჩათვლიან საჭიროდ აბსოლუტურად ყველაფერს დავესწრები, ჩემი ადვოკატი აბსოლუტურად ყველაფერს დაესწრება, იგივეა, გინდა მე ვყოფილვარ, გინდა ჩემი ადვოკატი, რაც შეეხება ათამდე, ტუ კონკრეტული ნაბიჯები მთავრობამ არ გადადგა, ეს კომისიის ვალდებულება აღარ არის უკვე, რომ კომისიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, კომისია გამოძიებს დეტალებს, ვინ ეცადა ამ საქმის შეკერვას და აუცილებლად დადებენ ამ შედეგებს, რაც შეეხება აქციებს, ისევ და ისევ ძალაში რჩება, თუ არ დაიჭერენ პასუხისმგებელ პირებს, რომელზედაც უკვე ხელმწოსაჭიდი აქვს პროკურატურას, კონკრეტულ პირებეზეა საუბარი, მივაწოდე მინისტრებს, ეს პირები არის ხელმოსაჭიდი, საკმაოდ ბევრია, სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ, სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ, ჩემი შვილის ღირსებას მაქსიმალურად დავიცავ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






