"ყველას დავიბარებთ ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, არავის არ აქვს იმუნიტეტი"- სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:24, 08 Jun, 2018     1328
პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიაზე დაიბარებენ ყველა იმ პირს, ვინც საქმეში ფიგურირებს.

"ზაზა სარალიძემ კომისიასთან, თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა 24 საათიან რეჟიმში. ჩვენ გვექნება ოფიციალური სხდომა და ჩვენს საქმიანობას ფორმალურად შევუდგებით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მასალა დროულად მივიღოთ. დღესვე ველოდებით, რომ ეს მასალები იქნება მოწოდებული, ბატონ ზაზას ბევრჯერ დაუსახელებია კონკრეტული გვარები და ვერსია რაც მოხდა, სწორედ ამაზე ვისაუაბრეთ. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს, საშუალება გვექნება ეს ინფორმაციები შევაჯეროთ და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისია ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს იმ მიზნით, რომ სიმართლე იქნას გამოკვლეული. ძალიან მალე სია იქნება ცნობილი, ვის დავკითხავთ, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, იქნება დაბარებული. იმუნიტეტი არავის არ აქვს, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ამ საკითხის მიმართ ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ძალიან კარგად მესმის. კარგი იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი გადაწყვეტილება თავის დროზე მიეღო. ახლა კომისია მუშაობას გააგრძელებს, ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება. ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, კომისიის მუშაობას როგორმე გააჭიანურებენ. ჩემი ამოცანაა, კომისიამ შეუფერხებლად იმუშაოს და არავინ აღუდგეს მუშაობას წინ. მოლოდინი გვაქვს, რომ მტკიცებულებები უმოკლეს ვადაში იქნება მოწოდებული "- განაცხადა სერგი კაპანაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42