ხორავას ქუჩის მკვლელობა - მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და სერგი კაპანაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართა და გამოეხმაურა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციებს თავის შვილთან დაკავშირებით:
„ვრცელდება თითქოს ჩემი შვილი ყოფილა გამომძალველი, მოზალადე, ვიღაცას უნიტაზში აყოფინებდა თავს, მივმართავ 51-ე სკოლის ადმინსიტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძლადე ესეც თქვან, არ დამალონ არაფერი, თუ ძალადობა ხდება 51-ე სკოლის ადმინსიტრაციის პასუხისმგებლობა დგება, ვერ ვხედავ აქტიურობას იმასთან დაკავშრებით, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან, იყო დამნაშავე თქვან, არ იყო დამნაშავე თქვან“, - განაცხადა ზაზა სარალიძმე.
მასალის გამოყენების პირობები






