საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისში განვითარებულ მოველენებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს და აბსოლუტურად არამართლზომიერი მოთხოვნები დააყენეს.
„არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ.
საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო.
დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






