აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, რომელიც 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება
პოლიტიკა - 12:54, 08 Jun, 2018     1241

აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, - პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.

აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს.

„გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42