ბრიტანული გამოცემა წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერის მიერ "ფეისბუქის" საშუალებით გაკეთებულმა განცხადებამ, სოციალური ქსელის ათასობით უცხოელი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.
სწორედ ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ განცხადების მიმართ მხარდაჭერის გაზრდისთვის ინტერნეტ ბოტები იყო გამოყენებული.
BBC აღწერს, რომ ქართულ ენაზე ფეხსაცმელი ბოტი (boot) და ონლაინ ბოტი (bot) ერთნაირად იწერება.
„ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერმინისტ კვირიკაშვილის Facebook პოსტმა ათასობით ლაიქი მიიღო. მომწონებელთა შორის ბევრი არაქართველი იყო, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ მხარდაჭერას ონლაინ ბოტები ზრდიდნენ. საპასუხოდ ხალხმა პრემიერის ოფისთან რეზინის ბოტები იმ უცხოურ სახელებთან ერთად დატოვა, რომლებიც მათი აზრით ონლაინ ბოტების ანგარიშებს ეკუთვნოდა” -წერს BBC.
მასალის გამოყენების პირობები






