„სასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც“ – პრემიერი მოზარდების მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 12:01, 08 Jun, 2018     1584

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელეობასთან დაკავშრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა. მთავრობის სხდომაზე საუბარი გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ აღნიშნულ თემაზე საუბრით დაიწყო:

,,ბუნებრივია, მთავრობის სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენებზე საუბრით, სერიოზული ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ასევე საზოგადოებისთვის, არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის. ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა, სამწუხაროდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები, პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტოა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნის ინიციატივა რუსთაველზე აქციების დაწყებამდე გაჟღერდა:

„ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, შემდგომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შსს-მ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით.

„დაიკითხა უამრავი ადამიანი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობთ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42