NASA-ს მარსის შემსწავლელმა აპარატმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე მეცნიერების წარმოდგენაში გადატრიალება მოახდინა. მისი საშუალებით ცნობილი გახდა, რომ წარსულში მარსზე არსებობდა ნახშირბადის შემცველი ნაერთები, ე.წ. ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის არსებობისთვის მთავარ ნედლეულს წარმოადგენს.
ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, არის პირველი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მარსის ზედაპირზე დიდი ზომის ორგანული მოლეკულები არსებობს.
ეს მონაცემები აადსტურებს, რომ 3,5 მილიარდი წლის წინ, წყალი, რომელიც ადრე გეილ-გეილის კრატერს ავსებდა, შეიცავდა რთულ ორგანულ მოლეკულებს. მათი კვალი ჯერ კიდევ შემონახულია ნახშირბადის შემცველ ქანებში. ნახშირბადი, როგორც ჩნს, იცავდა ორგანულ ნაერთებს, მაშინაც კი, როდესაც ქვები რადიაციის ზემოქმედებას განიცდიდნენ.
"ის ფაქტი, რომ მარსზე ნახშირბადი ვიპოვეთ, ჯერ კიდევ არ გვაძლევს დაზუსტებით იმის თქმის საშუალებას, რომ იქ ოდესღაც სიცოცხლის ფორმები არსებობდა, ან დღეს არის სიცოცხლისთვის საჭირო გარემო. ახლა აუცილებელია გაგრძელდეს კვლევა, რა გზებით მოხდა ეს ნივთიერებები მარსზე", - ნათქვამია სამეცნიერო კვლევაში.
Curiosity-ი, რომლის მისიაც პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის კვალის პოვნა და მარსის გეოლოგიური ისტორიის შესწავლაა პლანეტაზე კიდევ ორი წლის განმავლობაში დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები






