მირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა - მან შსს-ს შენობა გაუთქმელობის ხელწერილით დატოვა
პოლიტიკა - 00:07, 08 Jun, 2018     2007

მირზა სუბელიანის თიტქმის 9 საათიანი დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა, მან ძალოვანი უწყების შენობა უკვე დატოვა.

,,გავეცი შესაბამისი პასუხები, რამდენჯერაც დამიბარებენ, მივალ" - განაცხადა სუბელიანმა. მან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ შსს გაუთქმელობის ხელწერილით დატოვა. მისივე თქმით, მან გამომძიებლებს ახალი ინფორმაციები მიაწოდა.

რაც შეეხება მის შესაძლო დაკავებას, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ,,გამორიცხული არაფერია".

მირზა სუბელიანს გარდაცვლილი მოზარდების ახლობლები, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებდნენ.

მირზა სუბელიანი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს, მისი დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი მოზარდების მკვლელეობის საქმეში ერთ-ერთი თვითმხილველია.

მირზა სუბელიანი პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, სწორედ მკვლელეობიდან რამდენიმე დღეში მან თანამდებობა დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილის გამო დაიწყო მოზარდებს შორის კონფლიქტი. სისხლიან გარჩევას ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ემსხვერპლა.

შეგახსნებეთ, რომ სასამართლომ გასულ კვირას საქმეზე დაკავებულ ორ მოზარდს განაჩენი გამოუტანა. ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში გამტყუნდა, დავით სარალიძის ეპიზოდში კი გამართლდა, მეორე ბრალდებული კი დადუნაშვილის ეპიზოდში გამართლდა და სარალიძის ეპიზოდში გამტყუნდა, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი განზრახ მკვლელეობის მცდელობის მუხლით დაედო.

აღნიშნულის შემდგომ მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები დაიწყო, შედეგად თანამდებობიდან გადადგა მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ზაზა სარალიძე შოთაძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ასევე მოითხოვდა მირზა სუბელიანის და ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მკვლელეობის საქმის მტკიცებულებების გაყალბება და დანაშაულის დაფარვა სცადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42