თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმ "Welcome Challenge“-ს უმასპინძლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:23, 07 Jun, 2018     1543

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge“ უმასპინძლებს. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „სი ბი სი ჯორჯია“-ს დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და „სი ბი სი ჯორჯია“-ს დირექტორმა გელა ენდრიუ სული.

"Welcome Challenge“-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა. თბილისში ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ფორუმის საქართვლოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „რატომაა ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ ვუჭერთ მხარს - საქართველოსთვის ტურიზმი, გამორჩეული სექტორია, მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ესაა დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო გამოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ჩამოდიან ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელები და უყურებენ, თუ რა იდეა დაგენერირდა წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ერთის მხრივ ეფექტურობა, მეორე მხრივ - შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს მეტი ტურისტი თუ დამსვენებელი სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების სპექტრი კი ძალიან ფართოა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42