მისი თქმით, 27 მაისს მისი მეუღლე ბაღში მუშაობდა, როდესაც ერთ მეტრზე მეტი სიგრძის გველს წააწყდა. დიდი ხანი არ უფიქრია და ნიჩბით თავი მოაწყვიტა. როდესაც კაცი დაიხარა, იმისთვის რომ გველის ნაწილები გადაეგდო, მას მოჭრილმა თავმა უკბინა. ამასთან მოჭრილმა თავმა ნაკბენში მთელი შხამი ჩაუშვა და არა მცირე ნაწილი, როგორც ჩვეულებრივ ხდება კბენისას.
როგორც დაზარალებული კაცის მეუღლე ყვება, მისმა ქმარმა მალევე იგრძნო თავი შეუძლოდ და გონება დაკარგა, მას შინაგანი სისხლდენა დაეწყო. როგორც წესი გველის ნაკბენის დროს დაზარალებულს 1-2 დოზა ანტიდოტი სჭირდება, მის მეუღლეს კი 26 დოზა დასჭირდა.
კბენის შემდეგ პირველ დღეებში, ექიმებს მამაკაცის გადარჩენის იმედი ნაკლებად ჰქონდათ, თუმცა ახლა დაზარალებული სტაბილურ მდგომარეობაშია.
სპეციალისტების აზრით, მკვდარ შხამიან გველს კბენის რეფლექსი შესაძლოა 1 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავი სხეულისგან მოშორებულია.
მასალის გამოყენების პირობები






