ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეჟიმს ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა არ გადასცა - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა
პოლიტიკა - 16:54, 07 Jun, 2018     1489
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე 9 საკითხი იქნა განხილული, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მათთვის ექსპერტიზის დასკვნა არ გადაუცია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ის ენდობა ოსური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას და მან მხოლოდ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეიტყო ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.
ქართული მხარის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკიტხი, რომელიც გასული შეხვედრიდან დღეს ჩატარებულ შეხვედრამდე მოხდა:
"დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მტავარი ყურადრება დაეთმო არჩილ ტატუნაშილის წამებისა და მკვლელეობის საკითხს, შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშრებით, კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ამ შეხვედრაზე გავაცანით დეტალები, ვინაიდან ის დასკვნა რომელიც გადმოგვეცა ჩვენ არჩილ ტატუნაშილის ცხედართან ერთად არ ყოფილა წარდგენილი მსგავს შეხვედრაზე.", - განაცხადა ანთაძემ.
იმის მიზეზად თუ რატომ არ გადაეცა ოკუპირებულ რეჟიმს ქართული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, ანთაძემ განაცხადა, რომ დასკვნა არის ქართულ ენაზე და შესაძლოა მათ ვერ მოეხერხებინათ მისი წაკითხვა.
"შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშრებით, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ შნაგანი ორგანოების გადმოცემა, რაც მათ უპასუხოდ დატოვეს", - დასძინა ირაკლი ანთაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42