პირველმა ვიცე-პრემიერმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. „ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 57.8%,), დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%,) და მშენებლობის (14.8%) სექტორებმა შეიტანეს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც - ამ მიმართულებით აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 18.0%), მშენებლობა (ზრდა 18.0%), ვაჭრობა (ზრდა 8.2%) და ენერგეტიკა (ზრდა 34.8%). აქვე აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 39.1%), ასევე სასტუმროებისა რესტორნების სექტორებში (ზრდა 25.8%).
ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%), მშენებლობის (ზრდა 7.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%) სექტორები.
მასალის გამოყენების პირობები






