პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში ლტოლვილთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მტავარი მოთხოვნა სუბარის თანამდებობიდან გადადგომა და შემდეგ მისი პასუხისგებაში მიცემა გახლავთ:
„მინისტრი სოზარ სუბარი არის მკვლელების ხელისდამფარებელი, მინისტრი სოზარ სუბარი ხელს აფარებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელეობაში დამნაშავეებს, ეჭვმიტანილებს, მინისტრი სოზარ სუბარი ხელს აფარებს უპირველსყოვლისა თავის ნათესავს და თავის ყოფილ ქვეშევრდომს მირზა სუბელიანს, მინისტრ სოზარ სუბარს დღეს არანაირი უფლება არ აქვს იყოს დღეს მინისტრი და იგი იცავდეს დევნილთა უფლებებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მირზა სუბელიანი, პიროვნება, რომელიც არის ყოფილი პროკურორი, რომელიც იყო სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და რომელიც დაკავშირებული არის ზუსრად ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე. ამა დამიანს სოზარ სუბარი აფარებს ხელს იმიტომ, რომ არ აწყობთ მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების ამ დანაშაულთან კავშირში მხილება, რათა მირზა სუბელიანმა შემდგომ არ ილაპარაკოს ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი საქმენი საგმირონი, რა თქმა უნდა პრჭყალებში, იმიტომ, რომ მირზა სუბელიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ ხელისუფლებას ხელი აქვს გასვრილი სისხლში.
რაც მთავარია, სოზარ სუბარმა უნდა იცოდეს, რომ იგი არის დამნაშავე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე, 376-ე და 332-ე მუხლებით, რაც მოიცავს, დანაშაულის შეუტყობინებლობას, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ჩვენ გავაცანით რამდენიმე დღის წინ ბრალი სოზარ სუბარს, იგი კვლავ იკავებს მინისტრის პოსტს, დაუყოვნებლივ უნდა იყოს სოზარ სუბარი მინისტრის პოსტიდან დათხოვნილი და ასევე დაუყოვნებლივ უნდა იყოს იგი დაბარებული გენერალურ პროკურატურაში და დაკითხული კონკრეტულად ამ საქმეზე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






