ზურაბ ადეიშვილი არ იძებნება
სამართალი - 13:53, 16 Aug, 2013     1112

"საქართველოს შს სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ ინტერპოლის ძებნილთა სიის გაცნობის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ბატონი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება.

 


იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირების განცხადებებში ადეიშვილის შესახებ, მის მოქმედებებში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები და როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც არაერთხელ დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუებში, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები ადეიშვილის მიმართ, ასეთი მიდგომა გაუგებარია და შესაბამისად, ბადებს საფუძვლიან ეჭვებსა და კითხვებს, კერძოდ:


1) მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზურაბ ადეიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით?


2) დადებით შემთხვევაში რა მუხლებით?


3) არის თუ არა იგი დაუსწრებლად მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში?


4) რატომ არ არის გამოცხადებული საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით?


5) არის თუ არა ცნობილი მისი ადგილსამყოფელი და მიმდინარეობს თუ არა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება?


საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი იმედს გამოთქვავს, რომ ზემოხსენებული კითხვები არ დარჩება უპასუხოდ", - ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42