რუსული "ჩექმა-პასპორტი" დემნა გვასალიასგან - რისი თქმა უნდა დიზაინერს პროვოკაციული ფეხსაცმლით
შოუ ბიზნესი - 12:46, 07 Jun, 2018     4674
მომენტის ყველაზე განხილვადი დიზაინერის დემნა გვასალიას სიგიჟე არ სრულდება. ბოლო დროს დემნამ ფეხსაცმლის ხაზის კრეტაივი „მოგვაყარა.“


ჯერ Vetements-ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან, 1 390 დოლარიანი ჩაკეცილი ფეხსაცმელი შემოგვთავაზა და ყველა მასზე აალაპარაკა კიდევ ერთხელ, Balenciaga -სთვის 600 დოლარიანი ლურჯი ე.წ. აუზის ჩუსტები შემოგვთავაზა აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის დემოკრატებიდან ბერნი სანდერსის ლოგოთი და ფერით, შემდეგ კი Vetements-ისთვისაც გამოუშვა ჩუსტები, თანაც მის შესაქმნელად წყლის ბოთლი გამოიყენა. ე.წ. აუზის ჩუსტები $590 (1 500 ლარამდე) ღირს.

ამჯერად, დემნამ 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ალბათ ყველაზე საკამათო ფეხსაცმელი დააანონსა.

Vetements-ის ოფიციალურ გვერდზე რუსული „ჩექმა-პასპორტი“ გამოჩნდა. დიახ, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში რუსეთის ფედერაციის პასპორტის გამოსახულებიანი წითელი ჩექმაა.

არავინ იცის, რა დატვირთვაა აქვს ფეხსაცმელს, რისი თქმა უნდა დიზაინერს და ვერც ვერავინ გამოიცნობს , სანამ თვითონ არ გვეტყვის.

მანამ კი, ინსტაგრამის მომხმარებლები ორად გაიყო. ფოტოს კომენტარებში განსაკუთრებით აქტიურობენ რუსი და ქართველი მომხმარებლები, რომლებიც კონტექსტის გამოცნობას ცდილობენ. რუსების უმრავლესობა სიამაყით შეხვდა ახალ ჩექმას და ირწმუნებიან, რომ ეს მათდამი პატივისცემის ნიშანია.

თუმცა, რთული სათქმელია, ყველაზე ცინიკოსი დიზაინერის ჩანაფიქრი ასე მარტივად გაიშიფროს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემნა სოხუმელია. რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მას სახლის დატოვება მოუწია, ამის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ის არეულობა, რაზეც ხშირად საუბრობს ინტერვიუებში.

ამიტომაც, ერთ-ერთი ვერსიით, დემნა რუსულ პასპორტს დასცინის. რუსული ჩექმა ხომ ოკუპაციის, ანექსიის , ტოტალიტარიზმის სიმბოლოა. შესაძლოა, დემნამ რუსული პასპორტი „წითელ რეჟიმთან“, საბჭოთა კავშირთან გააიგივა. ამ პროდუქციით, შესაძლოა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსული პასპორტი იყიდება, იყიდება მორჩილებასა და რუსეთის „უძლეველობის“ აღიარების სანაცვლოდ. რუსულ პასპორტებს რუსეთი არიგებს იქ სადაც მისი ჩექმა დაიდგა - ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ოკუპირებულ ყირიმში.

ძალიან გვინდა სიმბოლოების გვჯეროდეს.

დემნას კოლექციები ქართველებისთვის ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. დემნას კოლექციებში შეგვიძლია ვიხილოთ, მანქანის სარკე-ჩანთები, „კოვრიკი“ კაბები, 90-იანი წლების მაგიდის გადასაფარებლის კაბები და ფეხსაცმელები, სანთებელა-ფეხსაცმელები და ე.წ. ლილოს ჩანთები.

Vetements-ისა და Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. მისი არაორდინალური კოლექციები მოდის ექსპერტებში მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია.

დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს.

მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის , დემნა გვასალია პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებულიც გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42