გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
პოლიტიკა - 12:32, 07 Jun, 2018     1284
„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ – EuroDIG 2018 - ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) დირექტორის მოადგილე იუში ტორიგოესთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველო ITU -ს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადავიდა. აღინიშნა, რომ საქართველო კავშირის ევროპის ოფისის წევრია 2018 წლის პირველი ივნისიდან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ითქვა, რომ ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ოფისის შეცვლა დადებითად შეაფასა ITU-ს დირექტორის მოადგილემაც. მისი თქმით, საქართველოს გადასვლა ევროპის ოფისში მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო მიმართულებებს გააძლიერებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის „ინტერნეტის კავშირის“ (ISOC) და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „დომენური სახელების და IP- მისამართების მართვის კორპორაციის“ (ICANN) წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42