ცნობისთვის, 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს. ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, სწორედ სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.
მისი თქმით, 6 საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.
"ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ქალაქ სენაკში, ძარცვაში ბრალდებული პირები, გ.ჭ. და ხ.პ. პოლიციის ცალკეულ თანამშრომლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ ყოფილა ცნობილი საქართველოს პროკურატურისთვის, ბრალდებულებს რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამთ სასამართლო პროცესებზე, ასევე არ მომხდარა არანაირი ოფიციალური შეტყობინება. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას"- განაცხადეს პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები






