საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების გამოუძიებელი საქმეები იყო.
მისი თქმით, "სუს-ი სამარცხვინო პიარკამპანიით არის დაკავებული".
უდუმაშვილმა 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ თუ რითი არის დაკავებული სახელმწიფო სამსახური. რა სამარცხვინო პიარ კამპანია ააგორეს, როგორც აქციის მონაწილეების მიმართ, ისე პირადად ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ბოლოს იქამდეც კი დაეცნენ, რომ მოკლულ დათუნა სარალიძის წინააღმდეგ დაიწყეს შავი პიარი. ნუ ეს არის უკვე ფსკერი, სადაც დაეშვა საქართველოს ხელისუფლება, ახლა ჩვენი ვალია მოსახლეობას შევხვდეთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ განვუმარტოთ რეალურად რა უსამართლობას ებრძვის ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






