მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე დაფიქსირდა „ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რაც მიზნად ისახავდა პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირებას: „დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ "ლაიკების" ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება.“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






