,,ისინი არიან ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ყოფილი მეგობრები" - ვის შეხვდა ზვიად კუპრავა ევროპაში და რა ინფორმაცია მიიღო მოზარდების მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 17:58, 06 Jun, 2018     6559
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ევროპიდან თბილისში დაბრუნდა და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

კუპრავას განცხადებით, ის შეხვდა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მეგობრებს, მათ შორის მირზა სუბელიანის და სოზარ სუბარის ახლობლებს. კუპრავას თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებისგან ის ხორავას ქუჩის საქმის ირგვლივ ინფორმაციებს იღებდა.

"მსგავსი ტიპის შეხვედრებს მე ვაწარმოებდი სისტემატიურად, საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მაღალი იყო სუს-ის ინტერესი ჩემს მიმართ და ჩემი შეხვედრების მიმართ, გადავწყვიტეთ რომ ეს შეხვედრა ჩატარებულიყო საზღვარგარეთ. მე ვხვდებოდი ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნების ყოფილ მეგობრებს, რომელთა მხრიდანაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მე თუნდაც მირზა სუბელიანთან, და სოზარ სუბართან და სხვებთან მიმართებით ვაჟღერებდი. ამ ადამიანებთან შეხვედრა საზღვარგარეთ იმიტომ გადაწყდა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული..." - აცხადებს კუპრავა.

რა ინფორმაცია მიიღო დამატებით ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა კუპრავას თქმით, მათ ბევრ მნიშნელოვან ინფორმაცია მიუწვდებათ ხელი.

"არ ვიცი არიან თუ არა ისინი პარტიული წევრები, მაგრამ ვიცი, რომ წვდომა აქვთ ბევრ რამეზე. მათ შორის ყოფილი, მაღალჩინოსნებიც არიან... უკრაინა იყო ნეიტრალურ ზონაში, რადგან ტრანზიტით ჩამოვედი. უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს"- თქვა კუპრავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42