პრეზიდენტის განკარგულებით სერგო პაჭკორია, ოთარ ზუხბაია და მერი გეგეჭკორი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ
პოლიტიკა - 16:31, 06 Jun, 2018     1714
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ სერგო პაჭკორიას, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაიასა (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილ პედაგოგ მერი გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ).

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერგო პაჭკორიას, ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები რომლებმაც მათი მოღვაწეობის პერიოდები გაიხსენეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, რომელსაც შარშან 130 წელი შეუსრულდა. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში ასახულია მსახიობის მთელი თანამედროვეეპოქა თავისიჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით.

ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას გმირობის დახასიათებისათვის მის მიერ ლიხნის ცნობილ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებიც საკმარისია: „მე საქართველოს მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი“ ამ სიტყვებით, მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა, დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის, ერთიანი საქართველოს ერთგული.

ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან, დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42