მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ე.წ. "ღორის გრიპმა", რომელმაც მძიმე შედეგები გამოიწვია მსოფლიოში დაახლოებით ათი წლის წინ მუტაცია განიცადა და ახლა მას შეუძლია "გადახტეს" ღორებიდან, რომლებიც ამ ვირუსს ატარებენ ძაღლზე, რაც მისი გავრცელების არეალს კიდევ უფრო გაზრდის.
ამასთან, ვირუსის შტამები, ძაღლების ორგანიზმში კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
მართალია, ვირუსმა ჯერ კიდევ უნდა "ისწავლოს" ძაღლიდან ადამიანზე "გადახტომა", მაგრამ მეცნიერებმა უკვე შესთავაზეს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, რომ წინასწარ მოამზადონ შესაბამისი პრეპარატები, ძაღლებში "ღორის გრიპის" გავრცელებაზე კონტროლის მიზნით, რადგან ეს გავრცელება კიდევ უფრო ზრდის ვირუსის შტამების მუტაციის შესაძლებლობას, რადგან მან უკვე ისწავლა სახებებს შორის ზღვარის გადალახვა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებში, სადაც ბევრი მოხეტიალე ძაღლია, რომლებიც ყველაფრით იკვებებიან, კერძოდ აზიის და აფრიკის ქვეყნებში. ასევე სახიფათოა ის ძაღლები, რომლთა საკვებიც ძირითადად ხორცეულია.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვირუსი, რომელიც თავიდან ფრინველებში გავრცელდა, განვითარება ღორებში ჰპოვა და ახლა შეუძლია ძაღლებსაც გადაედოს და ისინიც დაავადოს. ვირუსი ძაღლებში იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ მისი კომბინაციების ტიპები, რომელიც ძაღლებში მუტირებენ, მათგან ადამიანის დაავადების რისკს ზრდიან," - აცხადებს პროფესორი ადოლფო, გარსია-სასტერე, Global Health and Emerging Pathogens Institute-იდან.
იმ დროს, როდესაც "ქათმის" ან "ღორის" გრიპების ეპიდემიის დროს დაავადების პრევენცია ძირითადად მათთან ახლო კონტაქტის თავის არიდებით ხდებოდა, სავარაუდო "ძაღლის" გრიპის შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ისინი გაცილებით ახლო კონტაქტში არიან ჩვენთან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველები.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ახალი შტამები ადამიანის დაავადებას მოახერხებენ, ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს, რადგან ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა, როგორც წესი ნელა რეაგირებს ისეთ ინფექციებზე, რომლებთან კონტაქტი მას ადრე არ ჰქონია.
"ჩვენ ახლა გვაქვს H1N1, H3N2 და H3N8 შტამის ვირუსები ძაღლებშიც, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობას იწყებენ. ეს ძალიან გავს იმ პროცესს, რაც დაიწყო ღორებში პანდემიამდე 10 წლით ადრე," - აცხადებს გარსია-სასტერე.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ექსპერიმენტები, რომ ფრინველისა და ღორის გრიპების ვაქცინაცია მოხდეს. თუ ეს ცდები წარმატებით დასრულდა, მსგავსი პროცედურა ძაღლებზეც აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები