"მერიას პოზიცია არ შეუცვლია... მეტროს მემანქანეები სიტყვაზე გვენდნენ"- კალაძის მოადგილე
პოლიტიკა - 16:15, 06 Jun, 2018     1342
დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მემანქანეებთან არანაირი ელშეკრულება არ გაფორმებულა და არც ოფიოციალური პირობა ყოფილა.

ხმალაძემ ჟურრნალისტებს განუცხადა, რომ მერია და მემანქანეები არ შეთანხმებულან, როგორ დაკმაყოფილდება გაფიცულების მოთხოვნები.

"თქვენ დათმობაზე საუბრობდით, მაგრამ აქ დასათმობი არაფერი იყო. მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს არ აქვს იმის საშუალება, რომ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. გვქონდა ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მეტროს მემანქანეებთან და დეტალურად განვუმარტეთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. მერმა განუცხადა მისი სურვილი, მზაობა იმის თაობაზე, რომ მომავალი წლიდან დავუბრუნდეთ ამ საკითხს და ერთად გამოვნახოთ შესაძლებლობები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის სწორი გადაწყვეტილებები, რითაც მუნიციაპლიტეტში დასაქმებული თოთოეული ადამიანის შრომა იქნება დაფასებული. ამ ორი დღის განმავლობაში დიალოგი და კომუნიკაცია დაგვჭირდა იმისთვის, რომ გარკვეულიყო ყველა დეტალი, გარკვეულიყო ის, რომ მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ამასთან, ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი მომავალ წელს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შრომითი პირობები გაუმჯობესდეს ამ ადამიანებისთვის.

მერიას პოზიცია არ შეუცვლია. მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, მემანქანეები შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. ეს იყო პიროვნული ურთიერთობა ყოველგვარი სამართლებრივი პროცესებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე. ეს არის თანამშრომლური ურთიერთობა ხელმძღვანელებსა და დასაქმებულებს შორის. ჩვენ არ შევთანხმებულვართ, როგორ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, შევთანხმდით იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რისი საშუალებაც გვექნება. არ არის საუბარი, რამდენი დაუჯდება ეს მერიას და რას გამოიწვევს. რაც აუცილებელია ყველაფერი უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა. შეგიძლიათ თქვათ, რომ სიტყვაზე გვენდნენ, ჩვენ არ გაგვიფორმებია დოკუმენტი და არ დაგვიდია ოფიციალური პირობა“, - განაცხადა ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42