ამბობენ, რომ ადამიანს სიზმრებით შეუძლია თავის შინაგან სამყაროში ჩაიხედოს და გარკვეულწილად მომავალიც იწინასწარმეტყველოს. სიზმარი მინიშნებას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა გვაწუხებს და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ მომავალში.
10 სიზმარი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ:
ფრენა
სიზმარში ფრენა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. სწორედ ამისკენ ისწრაფვით. თუ სიზმარში ფრენისას ეცემით, მაშინ ცხადში მოჰიწევთ დაბრკოლებების გადალახვა და პრობლემების გადაჭრა.

ჩანჩქერი
თქვენს თავს ხედავთ ულამაზეს ჩანჩქერთან? ეს კარგი ნიშანია, ჩანჩქერი განწმენდის, პრობლემებისა და ცუდი ჩვევების მოშორების სიმბოლოა. ახლოეს მომავალში თქვენ შეძლებთ ის ცუდი სურვილები და მავნე ჩვევები დაძლიოთ, რომელიც თქვენ ცხოვრებას პრობლემებს უქმნის და იღბალი თქვენსკენ შემობრუნდება.

კბილები
თუ სიზმარში კბილს იღებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ახლობლებიდან ვიღაცის დაკარგვის გეშინიათ. თუ სიზმარში კბილები გცვივათ - ე. ი თქვენ დაბნეული ხართ და ამის გამო მიზნის მიღწევაში ხელი გეშლებათ. თუ სიზმარში გაფუჭებულინ კბილი ნახეთ, მაშინ თქვენ ავადმყოფობა და ჯანმრთელობის პრობლემები გელოდებათ.
კბილის ნაცვლად ცარიელი ადგილი სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვის და ნაადრევი სიბერის სიმბოლოა.

სიკვდილი
სიზმარში საკუთარი სიკვდილი ნახეთ ? ესე იგი დიდხანს იცოცხლებთ. ახლობელი ადამიანის სიკვდილი ნახეთ? შეგიძლიათ არ იღელვოთ - ამ ადამიანს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ელის.

ორსულობა
სიზმარში ორსულად იყავით? თქვენ სიმდიდრე, წარმატება და სურვილების შესრულება გელით. ეს სიხმარი ნიშნავს იმასაც, რომ მალე თქვენ შეიძლება მართლაც დაორსულდეთ. დაგესიზმრათ რომ თქვენი ახლობელია ორსულად, მაშინ მასაც ბედნიერი და სასიამოვნო დღეები ელის.
თუ ნახეთ რომ ორსულად დედათქვენია - ეს ოჯახის კიდევ უფრო გაერთიანებას ნიშნავს. ორსული და - მეტოქის გამოჩენას. სიზმარში ბავშვის მოშორება გადაწყვიტეთ? ეს მოასწავებს, რომ თქვენ ცხოვრების აზრი გაქვთ დაკარგული ან საყვარელი ადამიანის მიმართ მიზიდულობას კარგავთ.

სახლი
სიზმრად ნანახი კარგად მოვლილი და კეთილმოწყობილი სახლი - უზრუნველყოფის და კეთილდღეობის სიმბოლოა. თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ნახევრად დანგრეულ ან ჩამოშილი შენობას, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამსახურში ან ოჯახში პრობლემები გელით, შესაძლოა ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევაც.
კიდევ რამდენიმე განმარტება, რომელიც სხვადასხვა შენობის სიზმარში ნახვას ხსნის.
საავადმყოფო - დროა შვებულება აიღოთ.
სავაჭრო ცენტრები - დროა ფულის ფლანგვას შეეშვათ.
საგანმანათლებლო დაწესებულება - თქვენ მოულოდნელი აღმოჩენა გელით.
საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო, ჰოსტელი - თქვენ გელოდებათ გადაბარგება ან სადმე წასვლა.
ციხე - თქვენ შესაძლოა გაუფრთხილებლობით კანონი დაარღვიოთ.

ფული
სიზმარში ფული იპოვეთ? თქვენ წვრილმანი მღელვარება და ცვლილებები გელით, რომელიც საბოლოოდ ბედნიერად დასრულდება. სიზმარში ფულის გადახდა მოგიწიათ? ეს წარუმატებლობას ნიშნავს. სიზმარში ოქროს გაძკლევენ? თქვენ წინ დიდი პერსპექტივაა. საქმეები კარგად წავა.
სიზმარში ფული დაკარგეთ? ე.ი თქვენ კარგი დღეები არ გიდგათ, სამსახურში უსიამოვნებები გელით. სიზმარში ფულის ეკონომიას აკეთებ - ეს სიმდიდრის და ცხოვრებისეული კომფორტის ნიშანია. სიზმარში თქვენ დიდი რაოდენობიტ ფული დაითვალეთ? - თქვენ უკვე მიზანთან ახლოს ხართ.
ღალატი
სიზმარში ღალატის ნახვა ყოველთვის ცვლილებების მომასწავლებელია. მოვიდა დრო რომ თქვენი ცხოვრება გააანალიზოთ. ნამდვილად კმაყოფილი ხართ თქვენი ქორწინებით? იფიქრეთ იმაზე, როგორ გახადოთ ის უფრო წარმატებული და ბედნიერი. 
ცეცხლი
ცეცხლი სიზმარში - კარგი ნიშანია. ის სითბოს და სინათლის სიმბოლოა. თქვენ ანთებთ ცეცხლს? ეს ნიშნავს იმას, რომ სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შესაძლოა კარგ ნაცნობში მისი ახალი, შესანიშნავი თვისებები აღმოაჩინოთ.
ცდილობთ ცეცხლის ანთებას? თქვენ ძალიან დაძაბული სამუშაო გაქვთ, სასურველ მიზანს აღწევთ, მაგრამ ამისთვის დიდი ბრძოლა გჭირდებათ. სიზმარში ცეცხლი ღუმელში ანთია? შეგიძლიათ სიმდიდრის იმედი გქონდეთ. ცეცხლი თქვენ სახლს უკიდია? ე.ი თქვენ ფანტასტიური წარმატება გელით და თქვენი საქმე ზღაპრულ მოგებას მოგიტანთ.
სიშიშვლე
სიშიშვლე დაუცველობის სიმბოლოა. როდესაც თქვენ ტანსაცმლის გარეშე ხართ, თქვენ თავს უმწეოდ გრძნობთ, არ შეგიძლიათ მოდუნება. შესაძლოა, თქვენ ამჟამად ისეთ ურთიერთობაში ხართ, სადაც გეშინიათ რომ უარყოფილი არ იყოთ.
შესაძლოა თქვენ თქვენი თავის წარმოჩენის გეშინიათ, რაღაცას მალავთ და გეშინიათ, რომ სხვა ადამიანები თქვენს საიდუმლოს გაიგებენ. 
მასალის გამოყენების პირობები






