„ჩემი ადვოკატის“ ინიციატივით ცხოველთა უფლებების სამართლებრივ მოწესრიგებაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
პოლიტიკა - 15:31, 06 Jun, 2018     977

თბილისის მერიის ეგიდით დაარსებული პროექტის „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ ინიციატივით ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ შექმნილი კანონპროეტის დახვეწაზე მუშაობა დაიწყო. ამ მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით, ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ცხოველთა დაცვის კუთხით სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგება და აღსრულება წარმოადგენდა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. მომხსენებლებმა ცხოველთა კეთილდღეობის სამართლებრივ მოწესრიგებაზე კანონპროექტში შესატან ცვლილებებსა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ როგორც ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიაზციები, ისე ცხოველთა თავშესაფარის მეპატრონეები, რომლებიც უშუალოდ იცნობენ საქართველოში ცხოველთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციებმა საზოგადოების სამოქალაქო ჩართულობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით, ყველაზე მეტი განცხადება 2015-2016 წლებში შევიდა (2015-21, ხოლო 2016 -15), 2012 წელს კი 13 განცხადება დააფიქსირდა. რაც შეეხება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სასამართლო პროცესებს, 2015 წელს არცერთი საქმე არ განხილულა, ხოლო 2016 წელს სასამართლომ მხოლოდ 1 საქმეზე აწარმოა პროცესი. დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნული პრობლემა სამართლებრივ დარეგულირებას საჭიროებს, რათა დაუცველი არსებების მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადი იყოს.

იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42