თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს
პოლიტიკა - 15:27, 06 Jun, 2018     953

დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდები ათეულობით წელია ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია აქამდე არ განხორციელებულა.

„მინდა ვაცნობო თბილისელებს, რომ ჩვენ დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს - ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების საჭიროება. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

პროექტის ღირებულება მილიონ ნახევარი ლარია და შემიძლია ვთქვა, რომ როგორც წელს, ისე მომდევნო წლებში კიდევ არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, როგორც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტის განხორციელების პროცესში თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ ვარკეთილის ხიდები) აღდგენა - რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; ამ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“. სარეაბილიტაციო ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42