ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა ჰერითიჯის ფონდში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს, მეგობრებს უღალატოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ხარჯზე. სანაცვლოდ, საკუთარ პრინციპებს და მეგობრებს უღალატოს.
"ბოლო წლებში მოსკოვმა აღმოსავლეთ ევროპაში საზღვრები ძალით შეცვალა. ის აშინებდა და თავს ესხმოდა მეზობლებს, ეწეოდა დეზინფორმაციას და კიბერთავდასხმებს დასავლეთის წინააღმდეგ. ზრდიდა სამხედრო შეიარაღებას დასავლეთ საზღვრებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ განაცხადა, რუსეთის აგრესიული ქმედება მის მიმართ წლების განმავლობაში წარმოებულმა რბილმა პოლიტიკამ განაპირობა. ეს დასრულდა. ჩვენ გვსურს მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობები, თუმცა, ამის საფასურად ჩვენი პრინციპების და მეგობრების გაწირვას არ ვაპირებთ. მკაფიოდ ვუყურებთ გამოწვევებს და საფასურს ვუზრდით რუსეთს აგრესიისთვის, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი სხვა გზას არ აირჩევს,“- განაცხადა მიტჩელმა.
მისი თქმით, ევროპა არის გეოპოლიტიკური მეტოქეობის ადგილი და ეს სერიოზულად უნდა აღქმული როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში.
მასალის გამოყენების პირობები






