"ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის დიდ დიღომში 2 ნაკვეთი გამოიყოფა" - კალაძე
პოლიტიკა - 14:58, 06 Jun, 2018     1124
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე დიდ დიღომში ორი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რაზეც მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ჯამში 3 500 ადამიანია დაზარალებული, ამ ეტაპზე კი 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება.

„დღეს მინდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ ორი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 2 ჰექტარია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე, ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდება დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ეს ის ოჯახებია, რომლებიც 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაზარალდნენ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, - განაცხადა კახი კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს მოუწოდა, რომ დაინტერესდნენ წარმოდგენილი პროექტით, იქონიონ კომუნიკაცია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან და მონაწილეობა მიიღონ მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ პროექტებზე. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კიდევ ახალ პროექტებს და გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 3-4 წლის განმავლობაში, მთლიანად მოვაგვარო და მოვაწესირგოთ ეს პრობლემა და ყველა ოჯახი და ადამიანი დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42