ბიზნესებისთვის პროცესების ავტომატიზირების მხარდასაჭერად თიბისი პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:01, 06 Jun, 2018     1641

თიბისის ინიციატივით ბიზნესპროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება:

აპლიკაციების მიღება

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

ფინალისტების გამოვლენა

აპლიკაციებისა და პროდუქტების დემო ვერსიების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული 10-მდე გუნდი თვენახევარის განმავლობაში პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებს.

გამარჯვებულების გამოვლენა

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი - www.businesstool.ge.

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი ახალ ონლიან-პლატფორმაზე -Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. საქართველოში პირველად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ მათთვის საჭირო, ერთად თავმოყრილი საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია, თუ გადაწყვეტა.

უპრეცედენტო ეკოსისტემა სხვადასხვა ბიზნესის დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ამ არხით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნესპროცესები ბევრად უფრო მოქნილი, ავტომატიზირებული და ეფექტური გახადონ.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამულიუზრუნველყოფა, ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42