„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სარალიძე უნდობლობას უცხადებს, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ დაუჭერს მხარს“ - სამადაშვილი
პოლიტიკა - 14:01, 06 Jun, 2018     1114
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ, საუბარია ხოროავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე. ენმ-ის წევრის,ს ალომე სამადაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

“სხვა სიტუაციაში, ამ ქვეყანაში ალბათ აღნიშნული კომისიის შექმნა შესაძლოა რაიმე აზრის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს -მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დისკრედიტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა სამარცხვინო კონტრაქციებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის გაჭირვება აქციოს მასკარადად, ვხედავთ, რომ ტაშით გააცილეთ პროკურორი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმაზე, რაც მოხდა. აღნიშნულ ვითარებაში ამ კომისიის შექმნა არის მცდელობა, რომ გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და პირველ რიგში ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას პოსტიდან. სწორედ ის არის შემოქმედი იმ სისტემისა, რომელიც აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ამ სისტემის ჩამოსაშლელად კომისიის შექმნა საკმარისი არ არის. კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების დროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ამ ქვეყანაში, გააგრძელებს ბრძოლას მანამდე, სანამ ზაზა სარალიძე არ იპოვის სამართალს საკუთარი მოკლული შვილისთვის. დღეს ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას“, - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42