საქართველოს ბანკმა CIS Wealth-თან ერთად დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:44, 06 Jun, 2018     1723

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, CIS Wealth-თან ერთად საქართველოში, დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი (International Wealth Forum) გამართა. საქართველოს ბანკის ინიციატივით გასულ წელს პირველად ჩატარდა დაგროვილი ქონების მართვის შესახებ (Wealth Management) ფორუმი, წელს კი აღნიშნულ ღონისძიებას საერთაშორისო CIS Wealth-ი შემოუერთდა.

ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ როგორც საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის კლიენტები ასევე, საერთაშორისო სპიკერები და დელეგატები ისეთი სფეროებიდან როგორიცაა: საკონსულტაციო და იურიდიული სფერო, საბანკო სექტორი, დაგროვილი ქონების მართვის მენეჯმენტი, აქტივების მართვა და საინვესტიციო მიმართულება.

საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია Galt&Taggart-მა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საბროკერო, კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურებისა და კვლევის შესახებ. ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი საინტერესო თემები როგორიც არის: დაგროვილი ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, საგადასახადო გეგმა, საქართველოში ბიზნესის კეთების საკანონმდებლო და ეკონომიკური შესაძლებლობები. ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა და გამომსვლელებმა, ასევე იმსჯელეს უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, OECD კონვენციის იმპლემენტაციაზე და საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვის სქემებზე. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა.

„მოხარულები ვართ, ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საერთაშორისო ფორუმის გენერალური პარტნიორები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, დეტალურად და მრავალმხრივ გაგვეცნო მოწვეული სტუმრებისთვის ჩვენი შესაძლებლობები კერძო საბანკო სერვისების მიმართულებით. ასევე, საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები. ჩვენს ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებს გავუზიარეთ ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სერვისები როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა, თელ ავივსა და კვიპროსში. საქართველოს ბანკს დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით მართლაც დიდი გამოცდილება აქვს და ის არაერთხელ იქნა აღიარებული International Finance Magazine (IFM)-ის მიერ, როგორც საუკეთესო მომსახურე ბანკი დაგროვილი ქონების მართვის კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საქართველოს ბანკში ბევრი შესაძლებლობაა და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით საქართველო რეალურად გახდეს რეგიონალური საბანკო ცენტრი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: http://cis-wealth.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42