როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, "წულუკიანი ივანიშვილის რეჟიმში რიგითი პაიკია არ არის“.
მისი თქმით, ივანიშვილი სწორედ თეა წულუკიანის დახმარებით იგებს არჩევნებს.
„წულუკიანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა იმიტომ, რომ მათ შორის ივანიშვილს „ულაგებს“ არჩევნებს და სწორედ თეა წულუკიანის მიერ აწყობილი საარჩევნო სიებით „იგებს“ ივანიშვილი არჩევნებს. ასე რომ, ცხადია, ივანიშვილს ის ძალიან სჭირდება, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, შეიძლება, ივანიშვილმა ისიც კი გაწიროს იმიტომ, რომ ცხადია, საბოლოო ჯამში, ივანიშვილისთვის მთავარია საკუთარი თავის გადარჩენა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინათინ ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხმაურება, რომლებმაც მთავრობას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაყენებისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






