რესპუბლიკური პარტია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას უერთდება - "მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი"
პოლიტიკა - 17:25, 05 Jun, 2018     832
საქართველოს რესპუბლიკური პარტია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უერთდება:


“იუსტიციის მინისტრის განცხადებები და გამოვლენილი დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, სცდება ყოველგვარ საღ აზრს. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციაა და უგულვებელყოფილია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები.

ამ პროცესებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა სწორედ იუსტიციის მინისტრია. ის უკვე მეხუთეჯერ იწყებს საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს.

ამჯერადაც, კონკურსის შერჩევა დაიწყო ტენდენციურად და მინისტრის შეხედულებისამებრ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევით, რაც იმთავითვე ადასტურებს ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობას.

თეა წულუკიანი გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილისადმი უპირობო, თავგანწირული მორჩილებით. ამ გზაზე მან უარყო ყველა ის ღირებულება, რომლის დაცვის დეკლარირებული განცხადებით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას.”- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42