სისტემური ცვლილებები და მთავრობის გადაყენების შესაძლებლობა - ,,საბჭომაც და იუსტიციის მინისტრმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა"
პოლიტიკა - 19:03, 05 Jun, 2018     994
"ოცნება" სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე - გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ცენტრში, 2 არასრულწლოვანის მკვლელობის არაობიექტურად გამოძიებამ ირაკლი შოთაძის თანამდებობა შეიწირა.

დადგა საკითხი, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელმაც შოთაძის, „მძიმე მემკვიდრეობა“ უნდა გადაიბაროს.

ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მათ შორის მოკლული მოზარდის მამა იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს. მათი შეფასებით, სწორედ წულუკიანმა წარადგინა შოთაძე და წულუკიანის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. იგივე აზრზეა სამოქალაქო სექტორი, რომელიც იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.

მესამე სექტორი სისტემური პრობლემის ერთ-ერთ ავტორად სწორედ იუსტიციის მინისტრს ასახელებს.

NGO-ების მოთხოვნას ნაწილობრივ იზიარებს სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება სისტემური რეფორმით არის შესაძლებელი. კონსტიტუციონალისტი „ნიუპოსტთან“ შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მთავრობის გადაყენებასაც მიაღწიოს.

"სისტემაში პროცესი ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ იუსტიციის მინისტრი არ არის პრობლემა. მინდა ყველამ სისტემურად შეხედოს - გადაწყვეტილება ხომ საპროკურორო საბჭოში მიდის. კი ბატონო, თუ წულუკიანი არ იქნება, სხვა მოვა, მაგრამ სად ფორმდება ეს გადაწყვეტილება - საბჭოში და საბჭო როგორია? მასში სახელისუფლებო და პროკურატურის ინტერესებია თავმოყრილი და სწორედ ეს არის პრობლემა. არ შეიძლება მხოლოდ სისტემაში ყველაფრის ისევ ისე დატოვება და მხოლოდ მთავარი პროკურორის განმწესებაზე რაღაც მექანიზმების მოძიება.

საგამოძიებო და მართლმსაჯულების რეფორმა უკვე გადაუდებელია. ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას რომელიც გამოძიების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. პროკურატურას შეზღუდვები უნდა ჰქონდეს ცალკეულ, რეზონანსულ საქმეებზე, ის სახელმწიფოს ადვოკატი იქნება, რითაც ძალიან ბევრი რამ, იგივე მოსმენების საკითხი, ზედამხედველობა დალაგდება. გარკვეულწილად სასამართლო სისტემის დალაგებაც დაიწყება. თუმცა ამას რეალური პოლიტიკური ნება სჭირდება.

ჩვენ გვინდა მთავრობისგან დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო, სპეცსამსახურები, გამოძიება, პროკურატურა“- აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

რაც შეეხება მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალია ძალაუფლების განაწილება-გაყოფა.

ალაფიშვილი „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კონსტიტუციურ ფარგლებში შეუძლებელია.

კონსტიტუციონალისტს ამ საკითხზე საუბრისას ერევანში განვითარებული მოვლენები მაგალითად მოჰყავს.

„როდესაც უმრავლესობა აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლით მათ მოუწიათ ძალაუფლების გაყოფა პრემიერისთვის, რომელიც არ იყო უმრავლესობის გუნდის წევრი. ეს არის კონსტიტუციის შესაბამისიც, ეფექტიანიც და ოპერატიული გამოსავალიც. თუკი ნება არის და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა და საზოგადოების მოთხოვნის ადეკვატურია პოლიტიკოსები, ეს შესაძლებელია“- თქვა ალაფიშვილმა.

კითხვაზე, უნდა იგრძნოს თუ არა თეა წულუკიანმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი და ამ საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, სამართალმცოდნე ამბობს:

"ყველა პირმა, რომელიც მონაწილეობდა გადამდგარი მთავარი პროკურორის განმწესებაში და ჯეროვნად არ ასრულებდა თავისი საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციას, უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა - საბჭომაც და იუსტიციის მინისტრმა. პასუხისმგებლობის აღება გაცნობიერება შეიძლება გამოიხატებოდეს მაგალითად, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე მზაობის გაცხადებაში, რომ თუ მაგალითად, არასახელისუფლებო ორგანიზაცია დაასახელებს კონკრეტულ ადამიანს ამ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭო სწორედ მას დაუჭერს მხარს, ეს არ იქნება კანონდარღვევა"- თქვა ალაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42