7, 8 და 9 ივნისს, ევროპის ქვეყნებში, კანის კიბოს და მელანომის ადრეული გამოვლენის და დიაგნოსტიკის მიზნით, ტარდება აქცია «ევრომელანომა 2018».
ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი მოწვეულ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად კანის კიბოსა და მელანომის გამოვლენის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას უფასო გასინჯვებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
წინასწარი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 032 550505, ან მიმართონ ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს (ჯავახიშვილის ქ. N 85), სადაც 7 და 8 ივნისს, 15:00 -დან 18:00 -მდე, ხოლო 9 ივნისს, 10:00-დან 15:00 – მდე გაიმართება უფასო აქცია.
ევრომელანომა წარმოადგენს კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანიას, რომლის მიზანია მელანომისა და კანის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ სტადიებზე გამოვლენის ხელშეწყობა. საქართველო ევრომელანომის კამპანიის წევრი ქვეყანა 2012 წელს გახდა.
მასალის გამოყენების პირობები