როგორც ზოდელავამ განაცხადა, სარალიძის საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში, რომლის ფიგურანტები მირზა სუბელიანი და დიმიტრი დარბაისელი არიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი.
„ენმ“-ს წევრი თქმით, ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ ამ საქმეს ოდესმე ფარდა აეხადოს.
„ყველას ამათ ვინც წარმოდგენილია მოცემულ დაფაზე, შეუძლიათ ამხილონ ამ მძიმე დანაშაუილში მთავარი ფიგურა და დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტი ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელიც არის ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, აკონტროლებს მთელ სახელმწიფო სისტემას. აქ წარმოდგენილ ადამიანები არიან ყველა დამნაშავეები და ერთად კი დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტები. ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანზე ნიშნავს ხელშეუხებლობას სოზარს სუბარის და ოთარ ფარცხალაძის" - განაცხადა ზოდელავამ.

მასალის გამოყენების პირობები






