"საქართველო შესაძლოა იყოს მუზა სხვა ქვეყნებისთვის, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით" - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
პოლიტიკა - 13:41, 05 Jun, 2018     1297

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, სტავროს ლამბრინიდისს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომლის რეკომენდაციაა პენიტენციური რეფორმის ექსპორტზე გატანა, დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია რეფორმის შესახებ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით.

„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული და ინფორმაციული,მე ახლახანს დავბრუნდი თბილისიდან და საქართველო ერთ -ერთი სამაგალითო ქვეყანაა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით.შესაძლებელია სწორედ ამიტომ, ის იყოს მუზა და სხვა ქვენებებისთვის წარმატების მაგალითი.“ - განაცხადა ლამბრიდინისმა.

მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის ინიციატივაში მნიშვნელოვანია, რადგან ეს სხვა ქვეყნებსაც მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ საქართველოს მაგალითზე და განახორციელონ წარმატებული რეფორმები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გამოაქვეყნებულ რეპორტში, ერთ- ერთ მთავარ მიღწევად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმა მიიჩნევა.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ბატონ სტავროს ლამბრიდინისთან, მან რეკომანდაციით მოგვამრთა, პენიტენციური რეფორმის, როგორც ერთ- ერთი წარმატებული რეფორმის გაეროს გენერალური ასამბლეის 73 -ე სესიის დებატების ფარგლებში გატანის თაობაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება განხორციელდეს მოკლე დროში წარმატებული რეფორმა“ -განაცხადა კახა კახიშვილმა

შეხვდრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არის პენიტენციურ სისტემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42