„ვიონი საქართველო“ ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგში EuroDIG 2018-ი მონაწილეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 05 Jun, 2018     1452

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), 5-6 ივნისს თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგში, EuroDIG 2018-ი მონაწილეობს. „ვიონი საქართველოს“ მფლობელი „ვიონი“ ჯგუფი, ღონისძიების სპონსორიცაა. EuroDIG-ი შეიქმნა 2008 წელს ევროპაში, რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ და წარმოადგენს ღია პლატფორმას ინტერნეტისა და მისი მართვის საკითხების შესახებ საუბრისთვის. EuroDIG-ის მთავარი ღონისძიება ყოველწილური ფორუმია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

თბილისში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტთან წვდომა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სათემო ინტერნეტიზაცია, დომენები, სიძულვილის ენა ინტერნეტში, ციფრული ეკონომიკა, ელექტრონული კომერცია, ბლოკჩეინი, ციფრული წიგნიერება, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევები, სადეზინმფორმაციო კამპანიები, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

„ვიონის“ მხრიდან ფორუმში მონაწილეობენ: ჟან გონიე, „ვიონის“ ციფრული პოლიტიკის გლობალური დირექტორი, მელლე ტიელ გრონესტეგე, „ვიონის“ ციფრული პოლიტიკის მრჩეველი და ლევან კობახიძე, ბილაინი საქართველოს დირექტორის მოადგილე, რომლებიც ისაუბრებენ: ურბანულ და რურალურ დასახლებებს შორის ციფრული განვითარების სხვაობაზე, პირადი ინფორმაციის დაცვაზე, ციფრული ეკონომიკის მომავალსა და კონკურენციაზე მონაცემებით დომინირებულ სამყაროში.

EuroDIG 2018-ის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ღონისძიებას მხარს უჭერენ: ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროპის მაუწყებლობის კავშირი და ბევრი სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობს 500-ზე მეტი სტუმარი ევროსტრუქტურებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მეცნიერები და ინეტრნეტ საზოგადოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42