2 წლის წინ ექიმებმა ფლორიდელ ჯუდი პერკინსს უთხრეს, რომ მას მხოლოდ 3 თვე ქონდა დარჩენილი. დღეს კი მის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების კვალიც კი აღარაა.
ამერიკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც სიმსივნეს იკვლევდა, აცხადებს, რომ სიმსივნის მკურნალობა ჯერჯერობით ექსპერიმენტულია, მაგრამ მომავალში შესაძლოა მსოფლიოში კიბოს მკურნალობის მეთოდი შეცვალოს.
ჯუდის ძუძუს კიბოს უკანასკნელი სტადია ქონდა, რომელიც სწრაფად გავრცელდა - სტანდარტული მეთოდებით მკურნალობისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. მკერდში გაჩენილი სიმსივნის მეტასტაზები მთელ სხეულში იყო მოდებული, ღვიძლზე ჩოგბურთის ბურთისხელა სიმსივნე ჰქონდა.
"თერაპიის გავლიდან ერთი კვირის შემდეგ მე რაღაცა ვიგრძენი. ვამჩნევდი, როგორ მცირდებოდა ჩემს მკრედში სიმსივნე. კიდევ ერთი თუ ორი კვირის შემდეგ კი ის საერთოდ გაქრა.“- ჰყვება ჯუდი.
ჯუდი იხსენებს იმას, როგორ აჩვენეს პროცედურის შემდეგ მისი ტომოგრაფიული სურათი. "ექიმები ლამის სიხარულისგან ხტოდნენ.“ - ყვება ჯუდი.
დღეს ჯუდი თავის დღეებს ლაშქრობებში და ზღვაზე კაიაკით ცურვაში ატარებს. ცოტა ხნის წინ მან ფლორიდაში 5 კვირიანი მოგზაურობა დაასრულა.
ცოცხალი წამალი
ახალ ტექნოლოგიას „ცოცხალ წამალს“ უწოდებენ. პრეპარატი მზადდება თავად პაციენტის უჯრედებისგან, სიმსივნის კვლევის წამყვან ცენტრში .
"ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე პერსონალიზირებულ ტიპის მკურნალობაზე, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ" - აცხადებს ქირურგიული განყოფილების ხემძღვანელი დოქტორი სტივენ როზენბერგი. ტექნოლოგია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და ვიდრე მისი ფართოდ გამოყენება მოხდება, საჭიროა მისი ფართომასშტაბიანი ტესტირება, როგორ მუშაობს ის: პირველ რიგში საჭიროა მტრის შესწავლა.
თითოეული პაციენტის სიმსივნე შეისწავლება გენეტიკურ დონეზე, იმისთვის რომ განისაზღვროს ის მუტაციები, რომლის წყალობითაც სიმსივნე „ხილული“ ხდება ადამიანის იმუნური სისტემისთვის.
ჯუდის შემთხვევაში მის სიმსივნეში იდენტიფიცირებული იყო 62 გენეტიკური ანომალია, რომელთაგან 4 მეცნიერებმა გამოიყენეს, სიმსივნის წინააღმდეგ.
მომდევნო ეტაპია - ნადირობა. პაციენტის იმუნური სისტემა უკვე უტევს სიმსივნეს, მაგრამ აგებს. ამიტომ ექიმები აანალიზებენ პაციენტის სისხლში ლეიკოციტებს და გამოყოფენ მათ შორის იმათ, რომლებსაც კიბოსთან ბრძოლა შეუძლიათ. შემდეგ ლაბორატორიაში იქმნება დიდი რაოდენობით მსგავსი თეთრი უჯრედები. 49 წლის ჯუდის ორგანიზმში შეყვანილი იქნა დაახლოებით 90 მილიარდი ასეთი უჯრედი.
„მუტაცია, რომელიც იყო სიმსივნის მიზეზი, მისი აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა“- აცხადებს როზენბერგი.
პარადიგმის შეცვლა
ეს ერთი პაციენტის მკურნალობის შედეგია და იმისთვის რომ მეთოდი დამტკიცდეს, აუცილებელია შემდგომი გაფართოებული კვლევები.
სიმსივნესთან ბრძოლაში იმუნოთერაპიის გამოყენების პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ ზოგიერთ პაციენტში ის სასწაულებს სჩადის, უმრავლესობაში კი არ მოქმედებს.
„პროცედურა ექსპერიმენტულ ეტაპზეა, ჩვენ ჯერ ვსწავლობთ ამის სწორად გამოყენებას, მაგრამ პოტენციურად, მომავალში მისი ნებისმიერი სიმსივნის წინააღმდეგ გამოყენება შეგვეძლება“- აცხადებს როზენბერგი.
„წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ არსებობს პოტენციალი კიბოს მკურნალობის პარადიგმის ცვლილებისა, რათა თითოეული პაციენტისთვის შემუშავებული იქნას უნიკალური პრეპარატი - ეს სხვა მკურნალობებისან ძალიან განსხვავდება.“- აღნიშნავს ის.
კვლევას მთლიანობაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალში Nature
დოქტორი საიმონ ვინსენტი, მკვლევართა მოძრაობის Breast Cancer Now-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ამერიკელი მეცნიერების კვლევა „ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს“
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს შესანიშნავი შედეგია“ -განაცხადა მეცნიერმა BBC- სთან საუბრისას.
„ეს არის პირველი შესაძლებლობა იმის ნახვის, თუ როგორ მოქმედებს იმუნოთერაპია კიბოს ყველაზე გავრცელებულ ტიპზე. ეს მხოლოდ ერთ პაციენტზე გამოიცადა.“- აცხადებს ვინსენტი.
მასალის გამოყენების პირობები