100-ზე მეტი დაზიანება - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
პოლიტიკა - 12:57, 05 Jun, 2018     3470
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ის ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.

პირველ არხთან საუბრისას ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იურისტის თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ.

თამარ ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.

„საუბარია მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია.

სამედიცინო ექსპერტიზამ ფაქტობრივად, აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზინებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები.

ექიმ-სპეციალისტები ჩაატარებენ კომისიურ ექსპერტიზას და ვითხოვთ, ის დროულად ჩატარდეს. ეს არის ძალიან მცირე კომპონენტი იმ დასკვნის, რომელიც აუცილებელია გვქონდეს. კომისიური დასკვნა ჯერ არ არის. ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მათ აქვთ პრეტენზიები.

„მაგალითად, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.

საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში – სისხლჩაქცევები, ასევე დაზიანებებია სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია – სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, – აცხადებს თამარ ავალიანი.

წყარო- საზოგადოებრივი მაუწყებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42