თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის შედეგად, დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსის გამო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს იბარებს. ოფიციალური მიმართვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გააგზავნა.
„კახი კალაძე უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ურჩევნია სატრანსპორტო კოლაფსი ჰქონდეს ქალაქში თუ ადამიანები, რომლებიც მიწის ქვემოთ, საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს, ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ. თუ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები არ მოვლენ ფრაქციის სხდომაზე და არ გაგვცემენ პასუხს არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, თუ რა ელოდებათ და როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ჩვენ აუცილებლად დედაქალაქის მთავრობაზე მივალთ და დედაქალაქის მერისგან მოვითხოვთ პასუხს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






