"მაქვს მოლოდინი, რომ იქნება გარკვეული სიახლეები გამოძიებასთან დაკავშირებით" - ნინო ლომჯარია პრემიერთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 19:59, 04 Jun, 2018     1274

შვილმოკლული მამებისა და მათი ადვიოკატების პრემიერთან შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. ნინო ლომჯარია დაესწრო როგორც გიორგი კვირიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრას ასევე ხორავაზე მოკლული მოზარდების მამებთან გამართულ შეხვედრასაც. ომბუდსმენის შეფასებით შეხვედრებმა სამუშაო რეჟიმში კონსტრუქციულად ჩაიარა:

„ვესწრებოდი სამივე შეხვედრას. ვიცნობ ძალიან კარგად სამივე საქმეს. სამივე შემთხვევაში როგორც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს ასევე მათ ადვოკატებს და მეც მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა იმ გარემოებებზე რაც არის საეჭვო აღნიშნულ საქმეებში. რასთან დაკავშირებითაც გამოძიებასთან კითხვის ნიშნები არსებობს და რაც საჭიროებს დროულად პასუხის გაცემას. ნამდვილად სამუშაო რეჟიმში, კონსტრუქციულად მიმდინარეობდა შეხვედრები და ვფიქრობ, რომ ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ განსაკუთრებული აქცენტი სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებზე გააკეთა:

„სარალიძის შემთხვევაში მამამაც და მისმა ადვოკატმაც საკმაოდ დეტალურად ისაუბრა, ყველა გარემოებაზე და ნიუანსზე, რაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. კომკრეტული ვადები არ ყოფილა, იყო საუბარი იმაზე, რას აკეთებს ახლა გამოძიება. ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალას, ზაზა სარალიძეს შევთავაზე, რომ მის ადვოკატებთან ერთად შევისწავლით, უმჯობესია რომ კოორდიანაციაში ვიყოთ.“- განაცხადა ომბუდსმენმა

კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას თქმით, შსს-მ უნდა ისაუბროს:

„შსს უნდა გასცეს პასუხი, მე მაქვს მოლოდინი, რომ იქნება გარკვეული სიახლეები გამოძიებასთან დაკავშირებით, პრემიერმა ჩაინიშნა ყველა გარემოება, რაც დააყენეს სამივე შეხვედრაზე, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეებთან დაკავშირებით არებობს კითხვის ნიშნები. პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი თუმცა ბატონი ზაზა უნდობლობას უცხადებდა გამოძიებას. შედეგებს დავინახავთ უახლოეს დღეებში, მზაობას აცხადებენ და რამდენად ეფექტურია ვნახავთ.“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42