"ეს გამოძიება აღარ არსებობს, თუ არ მისცეს პასუხისგებაში ისინი, ვინც საქმის გაყალბების ბრძანება გასცა და ვინც გააყალბა"- ზაზა სარალიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 18:38, 04 Jun, 2018     1927
ზაზა სარალიძის განცხადებით, საქმის თავიდან გამოძიება შეუძლებელია, რადგან მოწმეები და ნივთმტკიცებები არ არსებობს. აღნიშნული განცხადება ზაზა სარალიძემ „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც გამოძიების თავიდან დაწყების სანდოობას შეეხებოდა.


ზაზა სარალიძის თქმით. საქმის რეალური დამნაშავეების გამოვლენა ბოლოდან უნდა დაიწყოს, ანუ იმ პირებიდან, რომლებმაც დანაშაულის დაფარვას და გაყალბებას შეუწყეს ხელი. ზაზა სარალიძე აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას 10 ივნისამდე ელოდება.

„ეს გამოძიება აღარ არსებობს. თუ არ მისცეს პასუხისგებაში გამომძიებლები და პროკურორები, ვინ რა გააფუჭა. აქ მოწმეები და ნივთმტკიცებები არ არსებობს. მანქანა ჩიხში შევიდა, აღარაა მოსაბრუნებელი? უნდა დაიწყოს უკანსვლა. ვინ გასცა ბრძანება რომ ეს საქმე გაყალბებულიყო, ვინ უწყობდა ხელს ამ საქმის გაყალბებას, თუნდაც კონკრეტულად პროკურორები ფხაკაძე და გუგუშვილი, რომლებიც 6 თვეა შეურაცხყოფას მაყენებენ. თუნდაც გენერალური პროკურორი, რომელიც გამოდიოდა და რაღაცეებს იგონებდა, თუნდაც მალხაზ კაპანაძე, ქალაქის პროკურორი რომ გამოვიდა და განაცხადა, რომ ბრალდებულები 6 თვეა დუმილის უფლებას იყენებენო და ერთი ბრალდებულის ჩვენება პირდაპირ გამოვიკვლიე. კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები. აქ ვერაფერი ვერ გამოიკვეთება, მოწმემ რომელმაც ჩვენება მისცა და სასამართლომ ეს ჩვენება ჩათვალა სწორად. დღეს ახლა რომ ჩვენება შეცვალოს, პირდაპირ პასუხისგებაშია მისაცემი. რომელ გამოძიებაზეა საუბარი.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42