კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა:
„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ათ რიცხვამდე, იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც დაფარა, ვინც გააყალბა, თუ ვერ დავინახავ კონკრეტულ ნაბიჯებს, არც სახლში ვაპირებ წასვლას, პოზიცია იგივე მაქვს და იგივე მექნება. აქციები პარალელურად გაგრძელდება.
საბოლოო სიტყვა ეს მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგებიო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დავინახავ, აქედანვე მოვუწოდებ, ამას საზოგადოებაც დაინახავს, ხალხიც დაინახავს, პოლიტიკოსებიც დაინახავენ. იგივე პოზიციაზე ვარ აბსოლუტურად. მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი ვის ავალდებულებდა, რომელი გამომძიებელი იყო, მინისტრი თუ ყველა, ვინ გასცა ბრძანება, უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






