გაფიცული მეტროპოლიტენი - "მერიამ ეს მწვავე პროცესი საბოლოო შეთანხმებისკენ უნდა წაიყვანოს" - კახა კოჟორიძე
პოლიტიკა - 17:58, 04 Jun, 2018     1123
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეთა აქციაზე მივიდა და გაფიცულებს გაესაუბრა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეები კონსტიტუციური უფლებების მიხედვით მოქმედებენ, რადგან შიმშილობა და გაფიცვა მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებია. ამასთან, კახა კოჟორიძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს.

"მთელი ეს პერიოდი, როცა ამ ადამიანებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში დაიწყეს პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს. ისინი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ.

ცხადია, მოლაპარაკებას ამ პროცესში ალტერნატივა არ აქვს და აუცილებლად მიმაჩნია მოლაპარაკებების გაგრძელება. ზოგადად ის, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, მგონი, ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე მემანქანეებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნას ისინი 2014 წლიდან აყენებენ.

ეს გრძელვადიანი პროცესია, ასე არ უნდა დადგეს საკითხი, რომ უცებ ვიღაცამ გადაწყვიტა შანტაჟი. ეს არასწორი შეფასება იქნება, ეს არ იქნება სამართლიანი შეფასება ამ პროცესისთვის.

2014 წლიდან პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები. 2016 წელს შედგა შეთანხმება, სადაც განისაზღვრა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ამ შეთანხმების გადახედვა ხელფასების გაზრდის მიმართულებით, თუმცა ეს შეთანხმება ხელფასების ზრდის კუთხით არ შესრულდა. შესაბამისად, ამ ადამიანების პროტესტიც აქედან მომდინარეობს.

ამ რამდენიმეწლიანი პროცესის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან უნდა გადმოიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42